LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართალი კურიერებისთვის“ – 19 თებერვალს, 14:00 საათზე „ვოლტის“ ოფისთან აქცია გაიმართება

149
Untitled design (3)

19 თებერვალს, 14:00 საათზე „ვოლტის“ ოფისთან კურიერების მორიგი საპროტესტო აქცია „სამართალი კურიერებისთვის“ გაიმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: 

  1. ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
  2. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.
  3. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადამიანების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.
  4. ვოლტიდან (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.

საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები: ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ერეკლე დეისაძე, აჩიკო გულედანი და მრავალი სხვა.

საპროტესტო მოძრაობა „სამართალი კურიერებისთვის“ მივმართავ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს ჰაიდი ჰაუტალას. ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო, კურიერები იბრძვიან უკეთესი პირობებისა და ქვეყნისთვის, სადაც გამეფებულ უსამართლობას თქვენ უკვე უწოდეთ „ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელი“.

დანარჩენი ინფორმაცია და განახლებები დაიდება აქციის ღონისძიებაში, აქ ფეისბუკზე. იყავით ყურადღებით. უმორჩილესად გთხოვთ, დაუჭიროთ მხარი ქართველ კურიერებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები