„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაცია>“ აკრიტიკებს ევროკავშირის გეგმას ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების თაობაზე. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
” ეს ძალიან შემაშფოთებელი, სამწუხარო ტენდენციაა”.- თქვა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მარიანჯელა სიმაომ. მანამდე განცხადება გააკეთა ჯანმოს ხელმძღვანელმაც. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა რომ ვაქინების ნაციონალიზმმა შესაძლოა, მსოფლიოს აღდგენის პროცესი გააჭიანუროს.
როგორც გებრეისუსმა განმარტა, რომელიმე ქვეყნის მიერ ვაქცინების ჭარბად მომარაგება პანდემიის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს და გლობალური ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს.
შეგახსენებთ, ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების პრობლემის გამო, ევროკავშირმა მარტის ბოლომდე კონტროლი დააწესა ვაქცინების ექსპორტზე ევროკავშირს გარეთ.