LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები იხსნება 1-ელი თებერვლიდან – რეგულაციების ნაწილი მარტამდე დარჩება

196
შეზღუდვებ

ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.

ჯერჯერობით შაბათ-კვირის “ლოქდაუნი” რჩება, ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ფრთხილი – ცქიტიშვილი

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ამავე ქალაქებში  მოსწავლეები  სკოლებს უბრუნდებიან,ამასთან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

აჭარაში დისტანციური სწავლა დამთავრდა: 1-ელ თებერვალს მოსწავლეები სკოლებს უბრუნდებიან

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ აჭარაში მუშაობას იწყებენ რესტორნები და კაფე-ბარები.

აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა აჭარაში შესაძლებელი გახდა რეგიონში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი ს გამო.  ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში 4%-ზე დაბალია.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

 

შესაძლოა, რეგულაციები დაგეგმილზე ადრე შევამსუბუქოთ: გახარია

კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

პირველი მარტისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაგეგმილია, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება მთელი საქართველოს მასშტაბით.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები