Belavia საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს 3 თებერვლიდან განაახლებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, Belavia მინსკი-თბილისი-მინსკის მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით მოახდენს.
მინსკი-თბილისის მიმართულებაზე რეისები ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე – ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბელარუსული ავიაკომპანია დღემდე მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს ასრულდებდა.
შეგახსენებთ, დღეიდან, ანუ 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.