LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი, სინდი კროუფორდი და კიმ კარდაშიანი ლოს-ანჯელესის წვეულებაზე

82

ამალ კლუნი, სინდი კროუფორდი და კიმ კარდაშიანი ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე დააფიქსირეს. ჰელოუინამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ამერიკამ ყველასათვის საყვარელი დღესასწაულის აღნიშვნა უკვე დაიწყო. ყველაზე მასშტაბურ წვეულებას კი ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა.Casamigos Tequila Halloween Party-ს წელს ვარსკვლავთა აურაცხელი ოდენობა ეწვია. ღონისძიების ორგანიზატორი ჯორჯ კლუნისა და რენდი გერბერის კომპანია გახდა და ჯორჯი და რენდი მას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ. გარდა ამისა, წვეულებაზე კიმ კარდაშიანი, ჯონატან ჩებანი, სონი ბონი, კორტნი ლავი და ალესანდრა ამბროსიოც დააფიქსირეს. ვარსკვლავების ფორმებში გადაცმულმა ვარსკვლავებმა მართლაც არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g