LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ცდილობს პროცესი მაქსიმალურად გაწელოს, რომ ეს დრო გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისთვის: ზაალ უდუმაშვილი

116
1579865805276241

„ქართული ოცნება“ ცდილობს პროცესი მაქსიმალურად გაწელოს, რომ ეს დრო გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისთვის“,- ასე აფასებს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების მანდატების არგაუქმებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა ეს გადაწყვეტილება პარტიისთვის არაფერს ცვლის და მათი მოთხოვნაც უცვლელია.

ჩვენი სამი მოთხოვნა უცვლელია:”რადიკალური ოპოზიცია” „ოცნების“ მიცემულ შანზე უარს ამბობს

„რამდენი ხანი გააჭიანურებს ამ პროცესს “ქართული ოცნება” არვიცი, ჩვენ გეგმა გვაქვს და ამით ვიმოქმედებთ.

მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ შეიძლება ვიდაოთ და ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, თუ როდის შეიძლება გაიმართოს ახალი არჩევნები, ვიკამათოთ ვადებზე და კონკრეტულ თარიღებზე, სხვა თემაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია.

მისჯილი გვქონდა ორთვიანი დეპუტატობა, დაუსრულებლად ხომ არ შეიძლება გაგრძელდეს ეს? ძალიან არ შეიძლება გვამყოფონ იქ სადაც არ გვინდა. პარლამენტი არის ერთპარტიული და ამისი ეშინია „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმება არის არაკონტიტუციური, ეს კანონდარჩვევაა: ვახტანგ ხმალაძე 

magti 5g