LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სამი მოთხოვნა უცვლელია: “რადიკალური ოპოზიცია” „ოცნების“ მიცემულ შანზე უარს ამბობს

74
ოპოზიცია

პარლამეტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ მისცემენ შანს და დღევანდელ სხდომაზე მანდატებს არ გააუუქმებენ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შეიკავა

სხდომას ესწრებიან „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტშუ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დიდი იმედი აქვს, სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც იხილავს პარლამენტში იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების გზით წაიდეს.

აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო, თუმცა ნამდვილად თავაწეულები შემოვედით: ალეკო ელისაშვილი

„ფორტუნა“ რადიკალურ ოპოზიციას დაუკავშირდა და მიმართა კითხვით, რას ცვლის მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება.

„ნაციონალური მორაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცვლელია.   

„ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება ჩვენთვის არაფერს შეცვლის. ამ დრომდე ველოდით, რომ გონივრულ წინადადებას მოიტანდნენ არსებული კრიზისის განსამუხტავად, მაგრამ მათ ისევ  სხვა გზა აირჩიეს. ჩააგდებენ ალბათ კენჭისყრას.  ჩვენი პოლიტიური დღის წესრიგი არის იგივე, რაც აქამდე იყო.

ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, მანამ სანამ „ქართული ოცნება“ არ მოვა ლოგიკური წინადადებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების წინადადებით“. – აცხადებს დეკანოიძე ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა ირაკლი კობახიძე  იმ 20 დეპუტატში, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ ბულინგის ეშინია, დეკანოიძე ამბობს, რომ არ იცის.

„ნამდვილად არ ვიცი, ვისზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე. ალბათ, მათი სურვილია, რომ ასე იყოს, თორემ მე მართლა არ ვიცი ამ დეპუტეტების შესახებ არაფერი  და არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,“- განმარტავს დეკანოიძე.

პარლამენტში შესაძლოა, „სტრატეგია აღმაშენებელიც” შევიდეს: ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული

ხატია დეკანოიძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზია ბოლომდე ერთგული დარჩება თავისი სიტყვის.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ თქვა, პარლამენტში იმ შემთხვევაში შევალთ, თუ უმრავლესობა გონივრულ წინადადებას მოიტანს, მათ ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რომ პარლამენტში შესვლა გადაეწყვიტოთ. ისედაც საკმარისად ვაბრალებთ ერთმანეთს რაღაცებს და სჯობს, რომ ძალიან ობიექტურები ვიყოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავრჩეთ ერთგული და მჯერა, რომ ასე იქნება. “- აბობს დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილება მანდატები არ შეეჩერებინათ, ოპოზიციას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.

„დღევანდელ განცხადებას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თუ რამის შეცვლა უნდათ, მაშინ უნდა წამოვიდნენ სერიოზულ მოლაპარაკებაზე და ის მოთხოვნები, რომელიც აქვს ოპოზიციას უნდა შეასრულონ. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ასე რამდენხანს გააგრძელბენ თამაშს და კანონის დარღვევას, ამასაც ვნახავთ“,- აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში სერგი კაპანაძე. 

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „ოცნება“ უბრალოდ იტყუება, როდესაც ამბობს, რომ 20 ოპოზიციონერს, სურვილი აქვთ პარლამენტში შესვლის,მაგრამ ბულინგისგან თავს იკავებს. მისი სიტყვებით  – „ქართული ოცების“ რომელ სიტყვას ჰქონია ფასი, რომ ამ განცხადებას ჰქონდეს? მათ უბრალოდ ტყუილი თქვეს.

„ოცნება“ „ენდიაის“ კვლევას ასახელებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს ჩვენი პარლამენტში ყოფნა სურს და უნდათ, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდან ვაკეთოთ ქვეყნის საქმე და არა ქუჩიდან.

ჩვენც გვინდა, რომ პარლამენტში ვიყოთ, უბრალოდ მაშინ არჩევნები არ უნდა გააყალბო. გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლა არ არის ქართველი ხალხის სურვილი  და არც ერთ კვლევაში ეს არ ჩანს.

შეთანხმების გარეშე პარლამენტში არ შევალთ.  ჩვენი სამი მოთხოვნა უცვლელია. 

1.ხელახალი არევნები. (სხვადასხვა მოდიფიკაცია შევთავაზეთ, მათ შორის პლებისციტი). 

2. პოლიტიური პატიმრები სრულად გამოშვება. (აქ არის პროგრესი, დარჩა გიორგი რურუა). 

3.  საარჩევნო სისტემა“. – აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g