LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითიზოლაცია ევაკუაციის ცენტრებში – ავსტრალიის ქალაქი პანდემიასთან ერთად ხანძარს ებრძვის, დაიწვა 71 სახლი

117
FORTUNA.GE- (1)

“ატარეთ ნიღბები და შეძლებისდაგვარად დაიცავით თვითიზოლაციის წესები ევაკუაციის ცენტრებში” – ასე მოუწოდებენ ოფიციალური პირები ავსტრალიის ქალაქ პერთის მაცხოვრებლებს, რომლებიც კოვიდ-19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თვითიზოლაციაში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მასობრივი ხანძრის გამო, ევაკუაციის ცენტრებში აღმოჩნდნენ.

პერთის შემოგარენში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის, ასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

BBC-ს ინფორმაციით, ხანძარმა  71 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. დაშავებულია ექვსი მეხანძრე. გადამწვარია 9 000 ჰექტარი მიწის ფართობი.

 

 

 

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ შესაძლებელია ქრობის პროცესი გართულდეს და ხანძრის მახლობლად მცხოვრებ თემებს მოუწოდებენ, მოემზადონ ევაკუაციისთვის და თავშესაფარში გადასასვლელად.

დასავლეთ ავსტრალიის ქალაქში, კოვიდ-19-ის ერთი შემთხვევის დაფიქსირების გამო, 5-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს მოწოდებას გადაადგილების შესახებ.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ამიტომ თუ მოქალაქეები კარანტინში იმყოფებიან, მოუწოდებენ – დატოვონ საცხოვრებელი სახლები და გადავიდნენ ევაკუაციის ცენტრებში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g