პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ უერთდებიან საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს გაჟღერებულ ინიციატივას არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით ამ ინციატივას. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ამით დასრულდება არჩევნების ირგვლივ არსებული პოლემიკა.
მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა მოწვეულმა ექსპერტებმა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან“.– ნათქვამია განცხადებაში.