ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული კომისიის შექმნის გადაწყვეტილების დადგენილება საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო.
როგორც ცნობილია, კომისია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით იმუშავებს.
მოქმედი რეგლამენტის მიხედვით კი, ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიას პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა უნდა უხელმძღვანელოს.