„აზროვნების კადემია“ ფსიქიატრი ლუის როხას მარკოსის ძალიან საინტრესო სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „აღზრდის მიდგომებში დაფარული ჩუმი ტრაგედია“. ფსიქიატრი მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და იმ სწორ მიდგომებზე აღზრდის პროცესში, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალილებას უწყობს ხელს. „ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ბლოგიდან:
თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერი და ჯანმრთელი ინდივიდები იყვნენ, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და საფუძვლებს დავუბრუნდეთ. ჯერ – ჯერობით ეს შესაძლებელია. ბევრი ოჯახი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა რამდენიმე კვირაში უმჯობესდება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის მანძილზე ქვემოთ მითითებული რეკომენდაციების გამოყენებას იწყებენ:
დააწესეთ შეზღუდვები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ შტურვალს თქვენ მართავთ.
შესთავაზეთ ბავშვებს გაწონასწორებული ცხოვრების სტილი, რომელიც სავსეა იმით, რაც ბავშვებს სჭირდებათ და არა მხოლოდ იმით, რაც მათ უნდათ. არ შეგეშინდეთ უარის თქმის იმაზე, რაც მათ მხოლოდ უნდათ და არ სჭირდებათ.
უზრუნველყავით ბავშვები ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებით და შეუზღუდეთ სწრაფი კვება.
გარეთ, სულ მცირე, ერთი საათი მაინც გაატარეთ და დაკავდით ველოსიპედის ტარებით, სეირნობით, თევზაობით, ჩიტებსა და მწერებზე დაკვირვებით.
უზრუნველყავით ოჯახური სადილი ტექნიკაზე ყურადღების განაწილების გარეშე, აგრძნობინეთ ყველას თავი აღიარებულად.
მთელმა ოჯახმა ითამაშეთ სამაგიდო თამაშები. თუ ბავშვები მეტისმეტად პატარები არიან სამაგიდო თამაშებისთვის, მოიფიქრეთ სხვა, მსგავსი აქტივობა.
სთხოვეთ ბავშვებს სახლის საქმეებში მონაწილეობა მათი ასაკისამებრ (ტანსაცმლის დაკეცვა, ტანსაცმლის განთავსება საკიდებზე, საკვები პროდუქტების ამოლაგება, მაგიდის მომზადება სადილისთვის, ძაღლის გამოკვება და ა. შ.).
დანერგეთ ასაკთან შესატყვისი ძილის განრიგი იმისათვის, რომ თქვენს პატარას ჯანმრთელი ძილი ჰქონდეს. ძილის განრიგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.
ასწავლეთ პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა. ნუ ეცდებით მათ დაჟინებით დაცვას ყველა შეცდომისა და იმედგაცრუებისგან. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი მათ ვერ გაუგებს, მათში მედგარ პიროვნებას და გამოწვევებისათვის მზაობას აღზრდის.
ნუ ატარებთ თქვენი შვილის ზურგჩანთას, არ მიუტანოთ საშინაო დავალება, რომელიც დაავიწყდა, არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, თუ მათ ამის გაკეთება თავად შეუძლია (4 – 5 წლის ასაკი). თევზის მის ნაცვლად დაჭერის ნაცვლად, თევზაობა ასწავლეთ.
ასწავლეთ მათ მოთმინება და ჯილდოს გადავადება.
უზრუველყავით მათთვის „მოწყენილობის“ დრო, რადგან მოწყენილობის განცდის დროს, შემოქმედებითობა იღვიძებს. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვები ყოველთვის უნდა გაართოთ.
არ გამოიყენოთ ტექნოლოგიები მოწყენილობისგან გათავისუფლების საშუალებად და არ შესთავაზოთ მათი გამოყენება უმოქმედობის პირველივე წამიდან.
თავი შეიკავეთ ტექნოლოგიების კვების დროს, მანქანაში, რესტორნებში და სავაჭრო ცენტრებში გამოყენებისგან. გამოიყენეთ ასეთი მომენტები სოციალიზაციისთვის, რითაც თავის ტვინს მოამზადებთ მოწყენილობის მდგომარეობაში ყოფნისთვის.
დაეხმარეთ ბავშვებს „მოწყენილობის ბოთლის“ შექმნაში, სადაც ისინი ისეთ აქტივობებს შეაგროვებენ, რომელთა განხორციელება მოწყენილობის დროს შეუძლიათ.
იყავით ემოციურად მისაწვდომი იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი შვილი ერთმანეთს დაუკავშირდეთ და მათ თვითრეგულაცია და სოციალური უნარების ათვისება შეძლონ.
გამორთეთ ტელეფონები ღამით, როდესაც ბავშვები დასაძინებლად ემზადებიან.
გახდით თქვენი შვილების მარეგულირებელი ან მათი ემოციების მწვრთნელი. ასწავლეთ მათ იმედგაცუებისა და ბრაზის მართვა.
ასწავლეთ მათ მისალმება, პასუხისმგებლობის მონაცვლეობით განაწილება, სხვებისთვის ისე გაზიარება, რომ თავად არ დაზარალდნენ, მადლობის გადახდა, თხოვნის თავაზიანად ჩამოყალიბება, ბოდიშის მოხდა (თუმცა, არ აიძულოთ, ბოდიში მოიხადონ). იყავით ამ ღირებულებების მატარებელი მოდელი.
დაუკავშირდით ერთმანეთს ემოციებით – იცინეთ, ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს, წაიკითხეთ, იცეკვეთ, იხტუნავეთ, ითამაშეთ და იხოხეთ ერთად.