აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინთან შეიძლება, შეხვედრა გვქონდეს. რუსეთს შეუძლია, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებაში და სირიის საკითხზე დაგვეხმაროს. ასევე, საჭიროა უკრაინაზე საუბარი,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს.
ვიზიტი 5 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ფარგლებში გაიმართება. ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც 10 ნოემბერს ვიეტნამში გაიმართება.