LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული” – ვაჟა სირაძე

229
vajha

“დაუმორჩილებლობის მარშის” აქციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ეხმაურება ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული.

„სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, – განაცხადა სირაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ,  რუსთაველის გამზირიდან, სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშის” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მსვლელობის მარშრუტს არ აზუსტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება და შეზღუდვების მოხსნაა.

 

magti 5g