ინფექციონისტი, ამერიკის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი განმარტავს, ხდება თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება ნივთების ზედაპირებიდან.
როგორც ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, ეს შესაძლებელია, თუმცა ინფიცირების დიდი წილი რესპირატორულია.
„თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება.”-განაცხადა ენტონი ფაუჩიმ „ამერიკის ხმასთან”.