LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

179

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 20 პოლიტიკური პარტია თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო და არ გაითვალისწინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ცალკეულ დარღვევებს და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებდა.

“წარვადგინეთ ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ მიდის კაცი და აგდებს ბიულეტენებს რამდენიმე უბანზე, ეს ყველაფერი ნახა მოსამართლემ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,”‘- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

პოლიტიკური პარტიები სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g