LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დედოფალმა ოფშორებში 13 მილიონი დოლარი ჩადო

76

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო, – ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის Paradise Papers-ის დოკუმენტებში.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2004-2005 წლებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადებული იყო კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფონდებში. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც ელისაბედ მეორემ მის კუთვნილებაში მყოფი ლანკასტერის საჰერცოგოდან მიიღო, რომელიც საერთო ჯამში 645 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, ამ ოპერაციებში არაკანონიერი არაფერია და არ არსებობს იმის ვარაუდი, რომ დედოფალი გადასახადებს არ იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g