ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. 50 წლამდე ქვეითად მოსიარულე გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა, რა დროსაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.
უბედური შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.