თელავში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.