LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური სამსახური გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

134
unnamed

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას, შედეგად კი პატიმრების გარდაცვალების ფაქტს კატეგორიულად  უარყოფს.

უწყება სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია ხორციელდება.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალური N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და პატიმარი გარდაცვლილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები