2021 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცეში 66,32%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცის 4 127-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც სწორედ 66,32%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 66,80%-ით ნაკლები 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებთან.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარში საქართველოს საჰაერო სივრცეში 12 429 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარში კი – 12 253 გადაფრენა.