საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
წერეთელი აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების განხორციელებას 9 ნოემბრიდან შეუდგა.
გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას 2018 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს. ასამბლეა ახალ პრეზიდენტს, ბერლინში ყოველწლიურ შეკრებაზე აირჩევს.