გადაწყვეტილება მიიღეთ თავად, თავის დახრას არ ვაპირებ,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას თქმით, მისმა საქმემ გააშიშვლა სისტემა, რომელიც მისივე თქმით, გავრილოვს და ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს ემსახურება.
“ბევრი სალაპარაკო აღარც დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი.
როდის თუ არა ახლა, “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში, რომელ მხარეზე დგანან – დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს.
ჩემზე ნუ იდარდებთ ბატონო “ქართული ოცნების” დეპუტაციავ, მართლაც, თუკი სადმე ოდესმე სანერვიულო არაფერი მქონია, სწორედ ახლა არ მაქვს, რადგან ღირსებაა, პატივია და, ალბათ, ბედისწერაცაა იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს.
ყველა ნორმალური ადამიანი ამ დროს კი არ ღელავს, სიამაყით ევსება გული და ამ ყველაფერს ვგრძნობ ახლა მე, მე სანერვიულო არაფერი არ მაქვს. თუკი ვეცდები და გადავიქცევი ალტრუისტ ადამიანად, თქვენზე კი ნამდვილად შეიძლება იდარდოს ჩემ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა. გადაწყვეტილება მიიღეთ თავად, ამის შემდეგ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება გაცხადებული, რადგან თავის დახრას არ ვაპირებ”.-განაცხადა ნიკა მელიამ.