LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების აღდგენიდან ერთი თვის თავზე, უკრაინული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით რეისებს აორმაგებენ

162
23

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენიდან ერთი თვის თავზე, რეისების რაოდენობას აორმაგებს.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, 1-ლი მარტიდან FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე – ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება

საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-იც. როგორც SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია „ავიაქსელი” განმარტავს, მარტიდან ხუთშაბათის და კვირის რეისებს დაემატება კიდევ ორი რეისი, ყოველ სამშაბათს (2 მარტიდან) და პარასკევს (19 მარტიდან).

შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g