სააგენტო „აწარმოე საქართელოში“ საზოგადოებს ქართული საპნის მწარმოებელ კომპანია „მზე“-ს აცნობს.
როგორც სააგენტო იუწყება, ამ ეტაპისთვის „მზე” 6 სახეობის თხევად საპონს აწარმოებს, რომელთა შემადგენლობაში გამოყენებულია საქართველოსთვის ავთენტური ნატურალური არომატები, კერძოდ: საფერავი, ტრახუნა და ლიმონი.
კომპანიის დაარსება შესაძლებელი გახდა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
„მზეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაშკა ჯორჯაძე ამბობს, რომ „მზეს“ გამოჩენამდე, ბაზარზე ქართული წარმოების საპონის არჩევანი არ იყო.
„მე თვითონ უპირატესობას ვანიჭებ ქართული წარმოების პროდუქციას და თუ არჩევანი მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყიდო ქართული. ზუსტად ეს პრობლემა აღმოვაჩინე პირადი ჰიგიენის პროდუქციის კატეგორიაში, რომ საერთოდ არ არის არჩევანი. ამიტომ, მე და ჩემმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, რომ გვეწარმოებინა ქართული საპონი. გვაქვს ორი ხაზი: პირველი არის ხელის დამატენიანებელი და დამარბილებელი კომპონენტით, მეორე ხაზი არის ნატურალური ანტიბაქტერიული ინგრედიენტით“, – აცხადებს მაშკა ჯორჯაძე.