LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო თბილისის მახლობლად რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

91
Tova22

ინტენსიურმა თოვამ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფორმაცია ფეისბუქით გაავრცელა.

„ელექტრო-ენერგიის გარეშეა დარჩენილი მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს ,ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს.

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110 მეტრიანი გადამცემი ხაზი.

რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი ,ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი ძალისი ელექწტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები აღმოფხვრილია ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე არინ გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების გამო ენერგო-პრო ჯორჯიამ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა“, – ვკითხულობთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g