ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკვე მივიდნენ “ბოლო კომპონენტამდე”. მისი თქმით ნიკა მელიას მაინც ვერ დაიჭერენ. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, მონა მოსამართლე სხვა არაფერს არ იზამდა, ასე, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ასე იქნებოდა. აგერ დარბიან და მობილიზაცია აქვთ სპეცრაზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე, მოდით მეგობრებო და დავიცავთ ჩვენ ჩვენს თავს, დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ”, — თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.
