LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება სრულფასოვანი წევრი როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზეც: იოსელიანი შეთანხმების შესახებ

47
FORTUNA.GE-

“ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება სრულფასოვანი წევრი როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე.” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა და თქვა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

იოსელიანმა ამ საკითხის შესახებ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა და განმარტა, რომ თითოეული პარტიისთვის ცესკო-ში საკუთარი წევრის ყოლას გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს:

“დღეს შევთანხმდით, რომ ყველას საკუთარი წევრი ეყოლება როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე და პარიტეტი პარტიების სასარგებლოდ იქნება დაცული.

ვცდილობთ, რომ პროფესიული ნაწილის არჩევა დავაზღვიოთ ამ პროცესში არასამთავროების ჩართულობით. პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა იყო, რომ მათ წარმომადგენლობა კი არ ჰყოლოდათ სათათბირო ხმის უფლებით, არამედ სრულფასოვანი წევრები. ეს არის მიღწეული და ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება სრულფასოვანი წევრი როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე. რაც შეეხება საუბნოს, ეს კომპონენტი დარჩენილია ღიად, რომელზეც არასამთავროებს აქვთ საკუთარი პოზიცია და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. დღეს მოქმედი სისტემით, მხოლოდ სამ პარტიას ჰყავდა ცესკოში წევრები. მომავალში ერთპროცენტიან პარტიასაც და 40 პროცენტიან პარტიასაც, ვინც საარჩევნო ბარიერს გადალახავს საკუთარი წევრები ეყოლება.” – თქვა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g