LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემესტრის ბოლო ნიშანთან ერთად დაიწერება წერილი… სკოლის ბევრი სახელმძღვანელო კრიტიკას ვერ უძლებს – მიხეილ ჩხენკელი

100
სკოლა სისტანცია

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც ცნობილია, განათლების მინისტრის კანდიდატად კვლავ მიხეილ ჩხენკელია დასახელებული.

განათლების მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში არსებული ხარვეზების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად, მოსწავლეებს სკოლებში უფრო კომპლექსურად შეაფასებენ.

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვაზე, დისტანციური სწავლების წარუმატებლობის შესახებ, ჩხენკელი ამბობს, რომ ზოგადად, ეს გამოცდილება წარმატებული იყო.

მისივე თქმით, არსებობენ ბავშვები, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდათ, რისთვისაც შეიქმნა ტელესკოლა.

„გარდა ნიშნებისა, ჩვენ შემოვიღეთ განმავითარებელი შეფასება, რაც გაცილებით სიღრმისეულია. სემესტრის ბოლო ნიშანთან ერთა დაიწერება წერილი, ტექსტურად დაიწერება, რა მიღწევებს მიაღწია მოსწავლემ, რა გამოწვევები არსებობდა და ა.შ. ნიშანი დისკრეტულია მოაქვს ინფორმაცია, მაგრამ სიღრმისეულად რა გამოწვევები ჰქონდა, რაზე უნდა იმუშაოს, ამას არ ამბობს“. – განმარტავს ჩხენკელი.

მისივე თქმით, სკოლებში დაბრუნების შემდეგ, მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა დავალებების სახით შეაფასებენ, კერძოდ:

„დაიწყება მასწავლებლების მიერ ბავშვების შეფასება განმავითარებელი და კომპლექსური შეფასებების თვალსაზრისით. ჩვენ გვესმის, რომ ის ნაწილი, რაც ბავშვებმა გაიარეს დისტანციურად, იქ შეიძლება იყოს ხარვეზები. ეს ხარვეზები უნდა ინახოს. ამიტომ სკოლაში, ძველ მასალასთან მიმართებით, მიეცემათ მათ კომპლექსური დავალებები. ეს ინქება შემოქმედებითი პროექტები, სადაც ბავშვები ჯგუფურად იმუშავებენ, და ვნახავთ, თუ სად არისჩავარდა, რომელ საკიხში, რომელიც ბავშვმა ვერ გაიარა დისტანციურად.

მოხდება ამ საკითხის განმეორება, შესაძლო „ხვრელების“ აღმოსაფხვრელად,“ –  ამბობს ჩხენკელი.

სახელმძღვანელოებზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა:

„სკოლის ძალიან ბევრი სახელმძღვანელო ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს – წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ, დარწუნებული ვარ, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ – როგორ სტილშია გაკეთებული… ბევრ შემთხვევაში პედაგოგიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს“. 

ჩხენკელის ინფორმაციით, ახლა მეცხრე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი მერვე კლასის სახელმძღვანელოებმა გაიარა.

მინისტრობის კანდიდატმა მშობლებს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g