LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაღუპული გმირების ხსოვნას, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

90
საოკუპაციო

კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ. მათ 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი პირები კოჯორში შეკრებილ სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ჯარისა და სახალხო გვარდიის ის მებრძოლები გაიხსენეს, რომელთაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს.

მემორიალთან ასევე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები, სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები, ასევე, ორგანიზაცია ”აისის” წევრები იმყოფებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა, იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ ”თბილისის დამცველთა დღე” ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g