მთავრობის ადმინისტრაციის წინ დაწყებული აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გრძელდება. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათ ადგილზე კარვები გაშალეს.
ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიმართავენ სიტყვით.
ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვის მოთხოვნით დღესვე დაანონსდა მომდევნო აქციაც – 26 თებერვალს, 3 საათზე ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გეგმავს.