LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, თუ ფული გადარიცხეთ და სერვისი ვერ მიიღეთ, ან ხელოსანს თანხა წინასწარ გადაუხადეთ – იურისტის რჩევები

11
151194581-1686573698188550-1441256397023975633-n

თაღლითობა, მოტყუება, წინასწარ ფულის გადახდა, რის შემდეგაც ხშირად სერვისს ვერ იღებთ – რა უნდა იცოდეთ, თუ სადმე ფულს გადარიცხავთ ან ხელოსანს წინასწარ თანხას გადაუხდით, ის კი უბრალოდ გაქრება. ,,ფორტუნა” გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” იურისტ ეკა ლომიძეს დაუკავშირდა.

– ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემური ქეისები გხვდებათ იმ შემთხვევებიდან, რაც ანონსში ჩამოვთვალე?

– განსაკუთრებით პანდემიის დროს ძალიან ხშირი გახდა ელექტრონულად ნივთების შეძენა. ეს კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ რა პრობლემებია ყველაზე ხშირად. სოციალურ ქსელში ბევრი კომპანია ან ფიზიკური პირია, რომელთა წარმომავლობა და პირადი ინფორმაცია არ ვიცით და მაინც ვრიცხავთ თანხას. ჩემთან იყო შემთხვევები, რომ გადარიცხეს 100, 200 ლარი და აღმოჩნდა, რომ ის ექაუნთი საერთოდ აღარ არის სოციალურ ქსელში. ზოგ შემთხვევაში კი ხდება ასე: ადამიანს ვურიგდებით წინასწარ სიტყვიერად, მოდის, მაგ. ხელოსანი, თანხას ვუხდით, თუმცა არც ხელშეკრულება ფორმდება , არაფერი და თანხა გვეკარგება.

– აი, ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი. ასეთ დროს რა უნდა ვქნათ?

– თუ მაგ. არ მოვიდა ხელოსანი, რომელსაც უნდა გამოეცვალა პირობითად ფანჯრები, მაგრამ მანამდე თანხა მიეცით, თუ არ ვიცით არც პირადობა, არაფერი. მხოლოდ ტელეფონის ნომერი გვაქვს, ასეთ დროს პირველ რიგში უნდა მიმართოთ პოლიციას. უფრო სწორად მანამდე ჯერ იურისტს უნდა დაუკავშირდეთ, რომ იცოდეთ, რა ფორმით მიაწოდოთ ინფორმაცია პოლიციას. სამწუხაროდ, მაქვს ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები თავად  არკვევენ დეტალებს და ცდილობენ სიტუაციის მოგვარებას.

– რას გულისხმობთ, როგორ აგვარებენ საქმეს?

– იმ პირს, ვინც თანხა აიღო და “გაქრა”, იბარებენ პოლიციაში და ეუბნებიან, რომ აღიარე, რომ ეს არის ვალი. მოაწერინებენ ხელს ოქმზე, რომ ამ პიროვნებას აქვს დავუშვათ 500 ლარი ვალი. ეს ნიშნავს, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული კი არ ჩაუდენია,  500 ლარის გამო სამოქალაქო წესით სასამართლოში უნდა ვედავოთ, რაც შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს

– გამოსავალი რა არის ასეთ დროს?

– ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ასეთი მუხლი – თაღლითობა. ანუ სანამ ადამიანი წავა პოლიციაში, მან უნდა იცოდეს იქ რა შეთავაზება დახვდება. თქვენ თუ გეტყვიან, რომ მოდით, ასეთი ოქმი შევადგინოთ, რომ იმ პირს თქვენი ვალი აქვს, უნდა იცოდეთ, რომ მას ხელი არ მოაწეროთ.

– დავუშვათ , გავიარეთ იურისტთან კონსულტაცია, თუ სამართალდამცველები მაინც დაურეკავენ იმ პიროვნებას, მერე რა ხდება?

– კი, დაურეკავენ, გამოკითხავენ.  თუ ის იტყვის, რომ მას თქვენი ვალი აქვს, გამოდის, რომ სისხლის სამართლის წესით პასუხს ვეღარ მოსთხოვთ.

– იმ ადამიანის ხელმოწერა საკმარისია ? დავუშვათ მან მოაწერა ხელი, რომ დავალიანება აქვს?

– ეს არ არის საკმარისი. თქვენ თუ ხელს არ მოაწერთ, საქმე სამოქალაქო დავაში ვერ გადავა. ჩვენს მსმენელს ვურჩევ, რომ გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან, შეიტანეთ განაცხადი პოლიციაში და არ დაეთანხმოთ, რომ ეს დავალიანებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები