LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა მიუთითა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული როლი გადამწყვეტია: მამუკა მდინარაძე ევროკავშირის განცხადებას აფასებს

76
მამუკა მდინარაძე 1

“ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის სტილია – რაც არ მოსწონთ, იმას აიგნორებენ და ამოიკითხავენ იმ ფრაზას, რაც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა. ამაზე აქვთ აწყობილი მთელი “მესიჯბოქსი.” პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება”, – ამ განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა: ევროკავშირი

მდინარაძის შეფასებით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხსაც გაუსვა ხაზი და ამასთანავე, ევროკავშირმა მიუთითა, რომ მათი კონსტრუქციული როლი არის გადამწყვეტი, ამიტომ უნდა შევიდნენ პარლამენტში.

“როცა მოლაპარაკებების მაგიდა „ქართულ ოცნებას“ არასოდეს მიუტოვებია, პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. სწორედ ამის ძალიან ნათელი და მკაფიო გამოხატვა იყო ევროკავშირის განცხადებაც. რაც ხდება შეგვიძლია შესაძლებლობად გამოვიყენოთ, რომ მათ მოუწიოთ რაციონალური წინადადებების დაყენება და არა ულტიმატუმების. ჩვენს მიმართაც იყო საკმაო კრიტიკა, თუმცა პასუხისმგებლობა არ არის ცალმხრივი, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ორმხრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება და მოლაპარაკების მაგიდასთან რაციონალური წინადადებების წარდგენა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას წაადგება”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

 

magti 5g