LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდე – მურმან დუმბაძე

76
BeFunky-collage (39)

“ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ,” – ეს განცხადება „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს თავად აპირებდა პარლამენტში შეჭრას, რადგან სააკაშვილის მმართველობა არ მოწონდა.

„კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. უნდა შესულიყო. მე არ ვყოფილვარ, პირველი შემთხვევა იყო 30 წლის განმავლობაში, როცა არ ვყოფილვარ. მე შევიდოდი პარლამენტში, გავაპროტესტებდი და გამოვათრევდი გავრილოვს გარეთ. ამიტომ ყველა მეთოდი, რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრია – დაწყებული რევოლუციით, დამთავრებულო მოფერებით, ყველაფერს გავაკეთებთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, – განაცხადა დუმბაძემ.

2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი შეჭრას, იმიტომ რომ არ მომწონდა სააკაშვილი.

პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. ნიკა მელიას მოწოდება სწორია. მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ. პირიქით, ნიკა მელიას ჩვენ მედალი უნდა დავკიდოთ.”- აცხადებს დუმბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g