“მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებას.
„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო.”-აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, დავით ბერძენიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თაობის პოლიტიკოსები გვერდზე უნდა გაიწიოს და ასპარეზი ახალ თაობას დაუთმონ.
“ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც, ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია” – დავით ბერძენიშვილი