LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,30 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბეთ, ისიც იმაზე, მას უფრო ვუყვარდი თუ მე“ –  ტომ ჰენქსი მეუღლეზე

214
tomhenks343455

30 წელზე მეტია, რაც ტომ ჰენქსი რიტა უილსონთან ქორწინებაში იმყოფება. ჰოლივუდში მათ იდეალურ წყვილს ეძახიან. ჰენქსი ამბობს, რომ მყარი ოჯახური ურთიერთობები მისთვის პრიორიტეტია, რადგან ამაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ფიქრობდა. ხუმრობს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ, მას ოთხი დედა და სამი მამა ჰყავდა, ასეთმა არასტაბილურმა ურთიერთობებმა კი მსახიობზე კვალი სამუდამოდ დატოვა.

ტომმა პირველი მეუღლე სამანტა უნივერსიტეტში გაიცნო, მათ მალე ვაჟი შეეძინათ. იმ პერიოდში ოჯახს ძალიან უჭირდა და ჰენქსი დღე და ღამე მუშაობდა, ამით კი სამანტა უკმაყოფილო იყო, ამიტომ ქორწინება მალე დასრულდა.

რიტა უილსონი ტომ ჰენქსმა მაშინ გაიცნო, როცა ჯერ კიდევ არ იყო ვარსკვლავი. ამბობს, რომ ის პირველივე ნახვით შეუყვარდა. წყვილი 30 წელია ერთადაა და საერთო ქორწინებიდან მათ ორი ვაჟი ჰყავთ. ტომ ჰენქსი ამბობს, რომ რიტა მისთვის ნამდვილი ანგელოზია, რომ მასთან არასოდეს ჩხუბობს: „30 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბეთ, ისიც იმაზე, მას უფრო ვუყვარდი თუ მე“, -ამბობს ჰენქსი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g