LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ლეო გრანდს“ სახანძრო კიბე არ გააჩნდა

51

შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყნების საშუალებით, ადამიანების ევაკუირება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხეს. შს მინისტრი აქცენტს გამოძიების პროცესის დროულ ვადებში დასრულებაზე აკეთებს.

”მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს.

თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g