LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

155
57280494_2027198730917682_3866581700209278976_n

ძველ ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად 450 – მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართი დაიწვა. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

„ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, გადარჩენილია საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი – შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.

ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები