LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ბათუმში – ქალაქის ისტორიულ ნაწილში ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა

147
სახლიი

ძველ ბათუმში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად დამწვარია ორსართულიანი სახლის სახურავის 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

მერიის ინფორმაციით, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები