LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან – ბრძანება ფინანსთა მინისტრმა გამოსცა

101
BeFunky-collage (2)

არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ასახული.

დოკუმენტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშის ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად მოთამაშის მიერ ელექტრონულად, ასევე ოპერატორის მიერ მოთამაშის უშუალოდ პირისპირ კონტაქტის საფუძველზე. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) მოთამაშის სახელი და გვარი; ბ) მოთამაშის დაბადების თარიღი; გ) მოთამაშის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა; ე) მოთამაშის აქტიური ტელეფონის ნომერი; ვ) მოთამაშის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი; ზ) მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართი; თ) მოთამაშის პაროლი; ი) თანხმობის ღილაკი, რომ მოთამაშე ეთანხმება წესებს/პირობებს, სრულწლოვანია და არ მისცემს მისი სათამაშო ანგარიშით სარგებლობის უფლებას სხვა პირ(ებ)ს.

ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთამაშედ რეგისტრაციისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომისას, გადაამოწმოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი.

ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაცია განახორციელოს მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით. ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით.

“მოთამაშის მიერ რეგისტრაციისას არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია, მოთამაშეს მისცეს ინფორმაციის/დოკუმენტების დამატებით წარდგენის შესაძლებლობა. ოპერატორის მიერ მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით,” – წერია დოკუმენტში.

magti 5g