6 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხე ცისფერ დარბაზში უკვე მორთულია, საშობაო სეზონი გახსნილია, თეთრი სახლი მზად არის დღესასწაულის აღსანიშნავად – წერს მელანია ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში , მილოცვას თან ვიდეო ერთვის, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე საშობაო მზადებაა ნაჩვენები.
დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ახალ წელს პირველად ხვდებიან.CBS-ის ცნობით, დეკემბერში პრეზიდენტის რეზიდენციაში 100-ზე მეტი მიღება გაიმართება. 25 000 ადამიანი კი საჯარო ტურებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.