სოციალურ ქსელში დღეს დიზაინერისა და ბიზნესვუმენის, მაკა ასათიანის ფოტოები გავრცელდა.
ჩვენი ყურადღება მაკას გამორჩეულმა სტილმა მიიქცია. ის ერთ-ერთ შეხვედრაზე კრემისფერი პიჯაკსა და შარვალში და შავ ბოტებში გამოჩნდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
მოგვიანებით, მაკასთან ერთად ქუთაისში გადაღებული ფოტო კულტურის პალატის დირექტორმა, დათო ოქიტაშვილმა გამოაქვეყნა და დაწერა: „მოულოდნელი შეხვედრა 20 წლის შემდეგ“.
მაკა ასათიანი “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები უკვე 133-ე ღამეა, რაც კარვებში ღამეს ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა “ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა; ასევე ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი გაუქმდეს.