LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით – გიგა ბოკერია

130
BeFunky-collage (1)

ოპოზიციამ შესაძლოა, საერთო შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის ფარული აუდიოჩანაწერია, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ლელოში” მიიჩნევენ, რომ მათთვის რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოიზარონ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი არ იზიარებს ცალკეული ოპოზიციონერის პოზიციას, რომ მომხდარის გამო, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს.

“არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს – ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით – გნებავთ ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები. მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g