ლედი გაგა კარიერის ზენიტში იმყოფება, მუსიკალურ ინდუსტრიაში უსაზღვრო წარმატებებს, თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერაც ემატება. რიდლი სკოტი, ,,გუჩის” შესახებ ფილმს იღებს. მართალია, გასულ კვირას გადაღებები შეწყდა და 34 წლის გაგა სასწრაფოდ დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, რათა გატაცებული ძაღლები დაებრუნებინა, თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარდა და არტისტი მზადაა გადაღებებს შეუდგეს.
ძაღლების გატაცებისა და თანაშემწის დაჭრის ინფორმაციის შეტყობისტანავე ლედი გაგამ რომში „გუჩის“ გადაღებები შეწყვიტა – ახალი დეტალები
„გუჩის სახლის“ გადაღებები იტალიის ალპებში მიმდინარეობს. ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა. ლედი გაგას ცნობა, რომელიც მაურიციო გუჩის მეუღლის როლს ასრულებს, ძალიან რთულია, მას თმა ყავისფრად აქვს შეღებილი. გაგა ბეწვის ქუდსა და ქურქში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, მას პარტნიორობას ისეთი მსახიობები გაუწევენ, როგორებიც ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო და ჯერემი აირონსი არიან. აღსანიშნავია, რომ ფოტოები, რომელსაც ახლა ხედავთ, ფილმის უკანასკნელი კადრებია. ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია.