LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიდლი სკოტის ფილმი ,,გუჩის” შესახებ, სადაც მთავარ როლს ლედი გაგა ითამაშებს

304
lady-gaga-podria-protagonizar-la-pelicula-de-ridley-scott-sobre-la-muerte-de-gucci-1110x581

ლედი გაგა კარიერის ზენიტში იმყოფება, მუსიკალურ ინდუსტრიაში უსაზღვრო წარმატებებს, თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერაც ემატება. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი, რიდლი სკოტი, ,,გუჩის” შესახებ ფილმს გადაიღებს, მთავარ როლს კი სწორედ ლედი გაგა შეასრულებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად არტისტმა, Amica Magazine Italy-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

„სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, მე ლეგენდარული რიდლი სკოტის ფილმში მივიღებ მონაწილეობას“, – აცხადებს გაგა.

 

შეგახსენებთ, 2017 წელს ლედი გაგამ ბრედლი კუპერთან ერთად ფილმში, „ვარსკვლავის დაბადება“ მიიღო მონაწილოება. ფილმი ოსკარის მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები