LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს პოლიტიკურად მოტივირებული, წყალ-წყალა გამოძიება იქნება: ალეკო ელისაშვილი ჩანაწერების თემას ეხმაურება

87
ალეკო ელისაშვილი

“რადგან შინაარსზე გამოძიება არ დაიწყო, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული, წყალ-წყალა გამოძიება იქნება, ისეთი როგორსაც პროკურატურა ატარებს ხოლმე,”– ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით გავრცელებულ შესაძლო აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “მოქალაქეები” ფიქრობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაცილებით ეფექტური პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ გვჭირდება კვალიფიციური გამოძიება და სამხარაულის ექსპერტიზის, “ალბათ, თავად მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესაც არ სჯერა.”

“ნორმალურ ქვეყანაში პირველი, რაზეც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს, ჩანაწერების ავთენტურობაა – თუ როდის არის ის გაკეთებული. ამასთანავე, იკავებდნენ თუ არა იმ დროს პოლიტიკურ თანამდებობებს ჩანაწერის მონაწილე პირები – ღარიბაშვილი და  ჩუბინიძე.”

“გავიმეორებ მოწოდებას, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მიმართ – პირველ რიგში, მათ ინტერესში უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისია. სადღაც კი არ უნდა ვმარჩიელობდეთ და ნაცარს კი არ უნდა ვქექავდეთ სტუდია-სტუდია, კი ბატონო, ყველას აქვს უფლება და მედიის მოვალეობაც ეს არის, რომ გაარჩიოს, მაგრამ სტუდიებში განხილვებზე მეტად კვალიფიციური გამოძიება გვჭირდება: ნამდვილი ჩანაწერია თუ არა, როდის არის გაკეთებული; იკავებდნენ თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებს ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჩუბინიძე იმ დროს და იყენებდნენ თუ არა ამ თანამდებობებს პოლიტიკური შანტაჟისა და დევნისთვის. სამხარაულის ექსპერტიზის ალბათ, თვითონ შოთაძესაც არ სჯერა,“ – განაცხადა ელისაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g