ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ დღეს,პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანა სხავდასხვა გამოწვევის წინაშე დგას:
“ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკის აღდგენა, ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს”. – თქვა თაკლაკვაძემ.
დღეს, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
დღეს „იმედზე“ ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავა
მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი