პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, გამოსაძიებელია ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით, ეს კონკრეტული ჩანაწერები.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბავშვებსა და მოზარდებს იყენებდა მათი მშობლების წინააღმდეგ. ამასთან, “ქართული ოცნების” დეპუტატი საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს.
„მინდა, როგორც ერთმა დეპუტატმა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ალბათ, მათთვის საკმარისი აღარ არის პარტიებს შორის დაპირისპირება და ყველაფერს აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ქუჩაში მყოფი დამქაშები, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც მიზეზები გააჩინონ. ყველანი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები, რადგან ეს არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება. თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია.
ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ.
ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.