LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია – ხუხაშვილი გამოძიების დაწყებაზე

92
xuxashvili, gia xuxashvili, xuxashvili gia

ექსპერტი გია ხუხაშვილი პროკურატურის მიერ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განსხვავებით სხვებისგან საგამოძიებო უწყების განცხადება მოეწონა.

მისი მოსაზრებით, გამოძიებამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დაადგინოს, რაც ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ექსპერტი მიიჩნევს, რომ “ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია”.

“სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა. ჟურნალისტებს ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ.

დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც.

რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ

შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია თვითონ გააკეთოს.

ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია.

რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია”- წერს გია ხუხაშვილი.

ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები