ევროპარლამენტში დებატების დროს შუქი ჩაქრა.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, სადაც მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წარადგენს.
დღის წესრიგში საკითხი ევროპელი დეპუტატების ინიციატივით დადგა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.
დებატების გამართვამდე საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. დეპუტატების ინფორმაციით, აუდიენციის დროს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზების გარდა, ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობის უფრო ფართო სპექტრზე.