საბერძნეთი უცხოელი ვიზიტორების მიღებას მაისის თვიდან გეგმავს. კონკრეტულ თარიღზე ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ხარის თეოხარისი საუბრობს.
„ჩვენი მიზანია ტურიზმის გახსნა 14 მაისისთვის, კონკრეტული წესებით და განახლებული პროტოკოლებით. მანამდე, ჩვენ თანდათანობით გავაუქმებთ შეზღუდვებს, თუ პირობები ამის საშუალებას მოგვცემს,”- აღნიშნა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მაისიდან საბერძნეთი უმასპინძლებს ყველას, ვინც აცრილი და ვირუსისგან გამოჯანრთელებული იქნება, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს.